პარტია "ევროპული საქართველოს" ოფისთან სამოქალაქო აქტივისტების აქცია გაიმართა, როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილე დავით შიოშვილმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, აქციები იქამდე გაგრძელდება, ვიდრე დეპუტატებს - ელენე ხოშტარიასა და ირმა ნადირაშვილს დეპუტატის მანდატი არ შეუჩერდებათ. შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატებმა - ელენე ხოშტარიამ და ირმა ნადირაშვილმა პარლამენტის სხდომათა დარბაზში საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართეს.
ოპოზიციის წარმომადგენლებმა ჰიმნი იმ დროს გააჟღერეს, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას რუსულ ოკუპაციაზე საუბრობდა.