“ევროპულ საქართველოში” პარტიის ლიდერები იკრიბებიან. როგორც პარტიის ერთ-ერთმა წევრმა, ირმა ნადირაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს არაფორმალურ შეხვედრას გამართავენ. ნადირაშვილი ადასტურებს, რომ პარტიაში გარკვეული ცვლილებები განხორციელდება, რომლის შესახებაც პარტიის თავმჯდომარე ისაუბრებს.
შეგახსენებთ, გავრცელებული ინფორმაციით, პარტიას რამდენიმე ლიდერი ტოვებს, მათ შორის პარტიის მოქმედი თავმჯდომარე დავით ბაქრაძეც.