"ევროპული საქართველოს" წევრის, ირმა ნადირაშვილის განცხადებით, პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად პარლამენტს გიორგი მიროტაძე წარუდგინა, რომელიც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის დიმიტრი გაბუნიას ბიზნესპარტნიორი იყო. თუმცა, ნადირაშვილის ინფორმაციით, თავად მიროტაძემ უარი თქვა მისი კანდიდატურის განხილვაზე. ნადირაშვილის განცხადებით, გიორგი მიროტაძე პროკურატურას შეწყალების საქმეზე ჰყავს დაკითხული.
დეპუტატი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დიმიტრი გაბუნიას გავლენებზე საუბრობს და პროკურატურას ამის გამოძიებისკენ მოუწოდებს.