"ევროპული საქართველოს" წევრ ირმა ნადირაშვილის განცხადებით შსს-ს ამ დრომდე აპარატურა აქვს დაპატიმრებული, რომელიც გუშინ აქციის ადგილიდან მოიპარა. იგი სამინისტროს მოუწოდებს შეატყობინონ სად არის აპარატურა, რომლითაც მიტინგი უნდა გახმოვანდეს. მან ასევე დასძინა, რომ ერთი კითხვა აქვს- რატომ იქცევა შსს ასე და რატომ არ აბრუნებს აპარატურას, რომლის საშუალებითაც დღეს, საღამოს უნდა გახმოვანდეს მიტინგი.