ქართველი პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანი არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში გამართული ეტლით მოფარიკავეთა მსოფლიო თასის გამარჯვებული გახდა. ირმა ხეცურიანმა ხმლით მოფარიკავეთა ტურნირის ფინალში უკრაინელი მეტოქე ოლენა ფედოტა 15:10 დაამარცხა და მსოფლიო თასის ტურნირებზე მე-14 ოქროს მედალი მოიპოვა. ხეცურიანმა ჯგუფური ეტაპი წარმატებით გადალახა, ხოლო მეოთხედფინალში ტაილანდელი ჯანა სეისუნი ანგარიშით 15:8 დაამარცხა. ნახევარფინალში ქართველმა უკვე ჩინელ შმეი ტანის იმავე ანგარიშით, 15:8 სძლია.