"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერის, ირმა ინაშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუკი "ქართული ოცნება" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე "გაბედავს და 60%-დაიწერს", ისინი მოსახლეობასთან ერთად ქუჩაში მასშტაბურად გამოვლენ.
მან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე და კოალიციის შექმნის თაობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ "პატრიოტთა ალიანსს" "ქართული ოცნებისთვის" პარტნიორობა არასდროს შეუთავაზებია. შეგახსენებთ საპარლამენტო არჩევნებში ძალების გადანაწილების პროგნოზზე გუშინ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ისაუბრა, მანამდე კი "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა, რომ თუ მმართველი ძალა ხმათა 45 პროცენტზე ნაკლებს მოაგროვებს, შესაძლოა განმეორებითი არჩევნების აუცილებლობა შეიქმნას.