"პატრიოტთა ალიანსის" თბილისის მერობის კანდიდატი ირმა ინაშვილი იქნება. პარტიის პოლისტსაბჭომ მერობის კანდიდატის შერჩევაზე გუშინ იმსჯელა და ოთხი კანდიდატურიდან სწორედ ირმა ინაშვილი შეარჩია.
"საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" 2013 წლის იანვარში დარეგისტრირდა. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი ერთხელ უკვე მონაწილეობდა თვითმართველობის არჩევნებში. ინაშვილი თბილისის მერობისთვის 2014 წლის 15 ივნისის არჩევნებზე იბრძოდა, მაშინ ხმების ხუთ პროცენტზე მეტი მოაგროვა და მეოთხე ადგილი დაიკავა.მოქმედი კანონმდებლობა პარლამენტარს არ უკრძალავს ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა წარმოადგინოს, თუმცა გამარჯვების შემთხვევაში, დეპუტატი საკანონმდებლო ორგანოს დატოვებს.