"ქართულ ოცნებას" მინდა მივმართო, ნუ დაიცავთ მურუსიძეებს, ჩინჩალაძეებს და გვრიტიშვილებს, რადგან დრო მოვა და ეს ხალხი გამოგიტანთ განაჩენს" - ასე მიმართა "პატრიოტთა ალიანსის" წევრმა, ირმა ინაშვილმა საპარტლამენტო უმრავლესობის წევრებს.
ამასთან, ირმა ინაშვილმა დეპუტატებს მოუწოდა, გააცნობიერონ თუ რამხელა პასუხისმგებლობა აკისრიათ. მისივე თქმით, თითოეულ მათგანს პასუხისმგებლობა აქვს მომავალი 30 წლის მანძილზე რა ტიპის სასამართლო იქნება.