15:22
21 ოქტომბერი, 2019, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
ირლანდიისა და Apple-ის 14 მლრდ ევროთი დაჯარიმების საკითხზე ევროსასამართლოში განხილვები დაიწყო
18-09-2019

Apple-სა და ირლანდიის რესპუბლიკის 14 მილიარდი ევროს ოდენობით დაჯარიმების საქმეზე ევროკავშირის სასამართლოში მოსმენა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ევროკავშირის სასამართლო ტექნოლოგიურ გიგანტ Apple-სა და ირლანდიის რესპუბლიკას 2016 წელს დაწესებული ჯარიმის გადახდას სთხოვს, რის გამოც სასამართლომ მოსმენები განაახლა. აღსანიშნავია, რომ მხარეები ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებენ და ევროკავშირს უსამართლო გადაწყვეტილების მიღებაში სდებენ ბრალს.

შეგახსენებთ, რომ 2016 წელს 3-წლიანი გამოძიების შედეგად ევროკომისიამ გამოაქვეყნა დასკვნა, რომლის მიხედვითაც ირლანდიის მთავრობამ 1991-2004 წლებში Apple-ს გარკვეული საგადასახადო შეღავათები დაუწესა. ევროკავშირის კანონმდებლობის მიხედვით, კი წევრ სახელმწიფოებს არ აქვთ უფლება რომელიმე კომპანიას დამატებითი შეღავათები გაუკეთონ, რადგან ამით ბაზარზე არაკონკურენტუნარიანი გარემო იქმნება.

აღსანიშნავია, რომ ირლანდია ჯარიმის გადახდას არ აპირებს, რადგან ბრალდებას უსაფუძვლოდ თვლის. ამასთან, ოფიციალურ დუბლინს არ სურს ბიზნესისთვის უსაფრთხო და სტაბილური ქვეყნის იმიჯი შეელახოს და საერთაშორისო კომპანიებმა ირლანდიის რესპუბლიკაში ბიზნესის დაწყება აღარ მოისურვონ.

AutoPlay
უდიდესი მოცეკვავე შადრევანი, სასტუმრო, სავაჭრო ცენტრი - ტაბახმელაში York Town-ის მშენებლობა იგეგმება
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
დადიანის ქუჩაზე სკეიტ-პარკის მოწყობა იგეგმება
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
ორგანულ ხილსა და ბოსტნეულზე მოთხოვნა იზრდება - რომელია პროდუქტის მწარმოებელი ლიდერი ქვეყნები
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
გერმანია კომპანია “ჰუავეის” თავისი 5G მობილური ქსელიდან არ გათიშავს
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
ჩინეთის ეკონომიკური ზრდა 1990-იანი წლების შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
ინდოეთის ერთ-ერთ რესტორანში სტუმრებს რობოტები ემსახურებიან
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები