"სიყვარულით, როზი", 512 გვერდიანი რომანი 2004 წელს ინგლისურ ენაზე დაიბეჭდა, წიგნის ავტორი, ირლანდიის ყოფილი პრემიერ მინისტრის შვილი - სესილია აჰერნი ამ დროს 21 წლის იყო. რომანის დაწერამდე ავტორი მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობისას ხშირად იყენებდა წერილებსა და პოსტქარდებს. მათი გადახედვისას, მან აღმოაჩინა, რომ კომუნიკაციის ეს სახე, განვლილი ცხოვრების შესახებ ისტორიას ყვებოდა. სწორედ ეს გახდა მისი ახალი რომანის ინსპირაციაც. აჰერნს მოეწონა წერის სტილი და გადაწყვიტა, ამ სახით შეეთავაზებინა მკითხველისთვის რომანი ორი ადამიანის სიყვარული შესახებ. წიგნის მთავარი გმირები ბავშვობის მეგობრები არიან. მათ დიდი გეგმები აქვთ. თითოეული მათგანი წარმოსახვაში განიხილავს ისეთ მომავალს, სადაც ბავშვობის განუყრელი მეგობრები ისევ ერთად იქნებიან. თუმცა ერთი შეცდომის გამო, ორივეს ცხოვრება იცვლება. წლების განმავლობაში მათ სატელეფონო, საფოსტო, უფრო ხშირად კი, ონლაინ კავშირი აქვთ. ამ დროის მანძილზე გადატანილი უიღბლო ქორწინება და განშორება, იმედგაცრუება და ღალატი ალექსისა და როზის საბოლოოდ მიიყვანს იმ დასკვნამდე, რაც, რეალურად წლების წინ უნდა გაეკეთებინათ.