ირლანდიის მოსახლეობის უმრავლესობამ 25 მაისს ჩატარებულ რეფერენდუმში აბორტის ლეგალიზაციას მხარი დაუჭირა. ეგზიტპოლების მიხედვით, ლეგალიზებას რეფერენდუმში მონაწილეების 68%-მა დაუჭირა მხარი. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ იუწყება.რეფერენდუმში შესაძლოა 3,2 მილიონ ადამიანს მიეღო მონაწილეობა.სააგენტო dpa-ს მიხედვით, აბორტის ლეგალიზაციას მხარი ძირითადად ახალგაზრდებმა დაუჭირეს. 18-დან 24 წლის ასაკის ადამიანებში აკრძალვის გაუქმებას 90% მიემხრო.კათოლიკურ ირლანდიაში 1983 წელს ჩატარებული რეფერენდუმის შემდეგ „ემბრიონის სიცოცხლის უფლება“ კონსტიტუციაში შევიდა. ამასთანავე, ძირითად კანონში შევიდა შესწორება, რომლის მიხედვით ბავშვს, რომელიც დაბადებული არ არის და მის დედას, სიცოცხლის ერთნაირი უფლება აქვთ.აბორტის გაკეთების შემთხვევაში ქალს 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 2014 წლიდან აბორტის უფლება დაუშვეს, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფეხმძიმობა საფრთხეს უქმნის დედის სიცოცხლეს. ამასთანავე, ირლანდიელ ქალებს არ აქვთ აკრძალული აბორტი გაიკეთოს საზღვარგარეთ. 1980 წლიდან 2016 წლამდე ამ უფლებით 170 ათასმა ქალმა ისარგებლა.