არც თუ ისე შორეულ მომავალში, ჩვენ ვიხილავთ საქართველოს ტერიტორიებს გამთლიანებულს, - ამის შესახებ ირლანდიელმა სენატორმა, დერმუდ უილსონმა განაცხადა.მისი თქმით, იგი შეძრწუნებილია საქართველოში მავთულხლართების გავლებით და გაყოფილი ოჯახებით. სენატორმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოში ვიზიტი გაიხსენა.ირლანდიის სენატმა 20018 წლის 7 ნოემბერს ერთხმად მიიღო რეზოლუცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და მისი ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდაჭერის შესახებ რეზოლუციით ირლანდიელი სენატორები შეშფოთებას გამოთქვამენ საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართების გავლებით და საქართველოს მხარდაჭერას უცხადებენ.