ირლანდია ევროკავშირის პირველი ქვეყანაა, რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებით მკაცრ საკარანტინო რეჟიმს ხელახლა აწესებს, - ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ახალი ზომების ფარგლებში არააუცილებელი ბიზნეს ობიექტები დაიხურება, ბარებსა და რესტორნებს კი მხოლოდ გატანის სერვისით ამუშავებენ.
„ყველას შინ დარჩენისკენ მოვუწოდებთ,“- განაცხადა ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა მაიკლ მარტინმა, რომელმაც შეზღუდვის ახალი ზომები წარადგინა. მისივე თქმით, ირლანდიაში სკოლები და ბაღები კვლავ ღია დარჩება.
როგორც ცნბოილია, ახალი ზომები ძალაში 6 კვირის განმავლობაში დარჩება.
ცნობისათვის, ირლანდიაში, პანდემიის დაწყების დროიდან, კორონავირუსის 50 993 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 1 852 ადამიანი დაღუპულია.