
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
ირლანდია ალკოჰოლზე მინიმალურ ფასებს აწესებს
07-01-2022
ირლანდიაში ძალაში შევიდა მთავრობის გადაწყვეტილება, რომელიც სუპერმარკეტებში, ალკოჰოლურ და ჩვეულებრივ მაღაზიებში ალკოჰოლის გაყიდვებზე მინიმალურ ფასებს აწესებს. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ახალი ზომების მიხედვით, ღვინის სტანდარტული ბოთლი 7 ევროსა და 40 ცენტზე ნაკლებ ფასად, ლუდის ქილა კი ევროსა და 70 ცენტზე იაფად არ გაიყიდება. ასევე იკრძალება ალკოჰოლის 40%-იანი შემცველობის ძლიერი სასმელების 20 ევროსა და 70 ცენტზე ნაკლებ ფასად გაყიდვა, ხოლო 700 მლ ვისკის ბოთლი 22 ევროზე ნაკლებ ფასად აღარ გაიყიდება.
მთავრობა თვლის, რომ მინიმალური ფასების დაწესება საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რაც ალკოჰოლთან დაკავშირებული ქცევის სარისკო ფორმების შეცვლას ისახავს მიზნად.
AutoPlay

ხაზინამ ამერიკელებს რუსეთში გადასახადების გადახდის ვადა ოქტომრამდე გაუგრძელა
27-05-2022

აპრილში ფულის მასა ეკონომიკაში გაიზარდა
27-05-2022

საქართველოში რიგით მეორე ეროვნული აგრარული ოლიმპიადა გაიმართება
27-05-2022

საქართველოში სიღარიბის აბსოლიტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი შემცირდა
27-05-2022

Nike რუსულ ფრენჩაიზებთან ხელშეკრულების ვადას აღარ განაახლებს და ქვეყანას საბოლოოდ ტოვებს
27-05-2022

აფრიკას პანდემიის ზარალის აღმოსაფხვრელად 432 მლრდ დოლარი სჭირდება
27-05-2022