IRI-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა ფიქრობს, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთთან ურთიერთობას სათანადოდ ვერ უმკლავდება.
გამოკითხულთა 71 პროცენტის აზრით, რუსეთის აგრესია საქართველოს მიმართ ამჟამადაც გრძელდება და მოსახლეობის უმრავლესობა ჩრდილოელ მეზობელს ქვეყნის მთავარ ეკონომიკურ და პოლიტიკურ საფრთხედ აღიქვამს. პესიმისტურია საქართველოს მოსახლეობის მიერ მთავრობის მუშაობის შეფასებაც.
გამოკითხულთა ნაწილს მთავრობის მიღწევის დასახელება უჭირს, ნაწილის აზრით კი, მთავრობას მიღწევა საერთოდ არ ჰქონია.