“საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” კვლევის მიხედვით, პოლიტიკოსების პირად რეიტინგში “ევროპული საქართველოს” წევრი დავით ბაქრაძე ლიდერობს. ათეულში ვერ მოხვდა ბიძინა ივანიშვილი. აღსანიშნავია, რომ ბიძინა ივანიშვილი რეიტინგის ათეულში ვერ შევიდა.
პოლიტიკოსების რეიტინგში ათეულში დავით ბაქრაძის გარდა შემდეგი თანმიმდევრობით მოხვდნენ: კახა კალაძე, გრიგოლ ვაშაძე, დავით უსუფაშვილი, შალვა ნათელაშვილი, ალეკო ელისაშვილი, გიორგი გახარია, მამუკა ბახტაძე, სალომე ზურაბიშვილი და გიორგი ვაშაძე.
ამავე კვლევის თანახმად, მომავალ კვირას რომ არჩევნები ტარდებოდეს, „ქართულ ოცნებას“ ხმას გამოკითხულთა 26% დაუჭერდა, ნაციონალურ მოძრაობას 22, ევროპულ საქართველოს კი 7. „პატრიოტთა ალიანსმა“ და „ლეიბორისტულმა პარტიამ“ გამოკითხულთა 5%-ის მხარდაჭერა მიიღო. ხმების 1 % მოდის „გირჩზე“.
მაღალია იმ გამოკითხულთა რაოდენობაც, რომელსაც გადაწყვეტილი არ აქვს თუ ვის დაუჭერს მხარს არჩევნებზე.