ირანულმა გემებმა სპარსეთის ყურეში ბრიტანული ნავთობტანკერის დაბრკოლება სცადეს. ამის შესახებ ბიბისი იტყობინება. ბრიტანეთის მთავრობის პრესსპიკერის ცნობით, ნავთობტაკნერი მოგვიანებით სამეფო საზღვაო გემის დახმარებით გაიყვანეს.
გავრცელებული ცნობით, ბრიტანული ნავთობტანკერი ირანული სამი გემის შუაში მოექცა. ამერიკული წყაროების ცნობით, გემები ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიას ეკუთვნოდა, რომელიც აშშ-ის ტერორისტთა სიაში ჰყავს შეყვანილი.
შეგახსენებთ, ირანი არაერთხელ დაემუქრა ბრიტანეთს ტანკერების დაკავებით მას შემდეგ, რაც დიდმა ბრიტანეთმა გიბრალტართან ახლოს გასულ კვირას ირანული ტანკერი დააკავა. ამის მიზეზად კი თეირანის მიერ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების დარღვევა დაასახელეს, ვინაიდან გავრცელებული ცნობით, ირანულ ტანკერს ნავთობი სირიაში გადაჰქონდა.