ირანული გამოძიების ინფორმაციით, "უკრაინული ავიახაზების" თვითმფრინავი ჩამოვარდნამდე ცეცხლში იყო გახვეული
უკრაინულ თვითმფრინავს ცეცხლი მანამდე ეკიდა, ვიდრე კატასტროფას განიცდიდა, - ამის შესახებ ირანული გამოძიების პირველ ანგარიშშია საუბარი.
ანგარიში, რომელსაც ირანის სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაცია ავრცელებს, მოწმეთა ჩვენებებს ეყრდნობა, რომლებიც მომხდარ ტრაგედიას შეესწრნენ. მათი თქმით, თვითმფრინავი ვიდრე ჩამოვარდებოდა, ცეცხლში იყო გახვეული.
ანგარიშში არაფერია ნათქვამი ტექნიკურ პრობლემებზე, თუმცა კანადის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა "როიტერს"“ განუცხადა, რომ არსებობს მტკიცებულება, რომლის თანახმად, თვითმფრინავის ერთ-ერთი ძრავი გადახურებული იყო.