ირანმა სიკვდილით დასაჯა ჟურნალისტი რუჰოლა ზამი, რომელსაც ხელისუფლება ქვეყანაში 2017 წლის მასობრივი საპროტესტო აქციების ერთ-ერთ ორგანიზატორად მიიჩნევდა. ადგილობრივი მედია იუწყება, რომ 47 წლის რუჰოლა ზამი ჩამოახრჩეს. რუჰოლა ზამი 2019 წლის ოქტომბერში დააკავეს, სიკვდილით დასჯა კი მიმდინარე წლის ივნისში მიუსაჯეს. ცოტა ხნის წინ ირანის უზენაესმა სასამართლომ ჟურნალისტის სიკვდილით დასჯის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ჟურნალისტი „გლობალურ კორუფციაში“, ჯაშუშობასა და ირანის მთავრობის დამხობის მცდელობაში დაადანაშაულეს. ირანის ხელისუფლება რუჰოლა ზამს 2017 წლის მასობრივი საპროტესტო აქციების ერთ-ერთ ორგანიზატორად და სულისჩამდგმელად მიიჩნევდა.