ირანში რამდენიმე ადამიანი დააკავეს, რომლებმაც უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოგდებაში არიან ბრალდებული. ამის შესახებ ირანული მედიის ცნობით, ქვეყნის სასამართლო სისტემის სპიკერმა გოლამჰოსეინ ისმაილმა განაცხადა. გავრცელებული ცნობით, ისმაილს არ დაუკონკრეტებია არც ვინაობა და არც ის, თუ რამდენი პირია დაკავებული. "ბოინგ 737", რომელიც თეირანის აეროპორტთან 8 იანვარს ჩამოვარდა, უკრაინის ავიახაზებს ეკუთვნოდა.