ირანის მოსახლოება საპროტესტო აქციების გამართვას ქვეყნის 21 ქალაქში განაგრძობს. სამართალდამცავებსა და აქტივისტებს შორის შეტაკება რამდენიმე ქალაქში ერთდორულად მოხდა.
მედიის ინფორმაციით, დემონსტრაციებს სულ მცირე 106 აქტივისტი და 3 პოლიციელი ემხსვერპლა. ამასთანავე, ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ პირდაპირ სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა, რომ ირანის ხელისუფლების ოპონენტები და ქვეყნის მტრები უსაფრთხოების რღვევის ხელშეწყობას განაგრძობენ.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის მიერ საწვავის ფასის 50%-ით გაზრდას ირანში მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა. ასობით მძღოლმა პროტესტის ნიშნად ავტომობილებით გზა რამდენიმე საათის განმავლობაში გადაკეტა.