ირანში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - Palitra News

ირანში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

2020-02-21 10:26:22+04:00

ირანში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. მთელი ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნები ადგილობრივი დილის 8 საათზე გაიხსნა და 20:00-ზე დახურება. ირანის მოსახლოება პარლამენტის წევრებს პირდაპირი და ფარული წესით 4 წლის ვადით აირჩევს. 290-ადგილიან პარლამენტში მოხვედრას 7 000-ზე მეტი კანდიდატი ცდილობს.

არჩევნების დაწყებამდე ირანის სასულიერო ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ მოსალხოებას არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა. მისი თქმით, არჩევნებში მონაწილოება ხალხის "რელიგიური მოვალეობაა".