ირანში სამხედრო აღლუმზე სროლის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, 20-მდე კი დაშავდა. ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, შემთხვევა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ აჰვაზში მოხდა. უცნობმა პირებმა ცეცხლი იმ სტენდის მიმართულებით განხსნეს, სადაც ირან-ერაყის ომისადმი მიძღვნილი ყოველწლიური აღლუმის საყურებლად მაღალი თანამდებობის პირები იყვნენ შეკრებილნი. ორი თავდამსხმელი სამართალდამცავებმა ადგილზევე მოკლეს, ორი კი დააკავეს. თავდასხმის მოტივი უცნობია.