ირანში სამართალდამცავებსა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის შეტაკებას 3 პოლიციელი ემხვერპლა. ამასთანავე ვრცელდება ინფორმაცია სულ მცირე 12 აქტივისტის გარდაცვალების შესახებ. ირანის მოსახლეობა საპროტესტო აქციების გამართვას ერთდროულად ქვეყნის რამდენიმე ქალაქში განაგრძობს. დემონსტრანტებსა და აქტივისტებს შორის დაპრისპირება მთელი დღის განმავლობაში რამდენჯერმე მოხდა.
ამასთანავე, ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ პირდაპირ სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა, რომ ირანის ხელისუფლების ოპონენტები და ქვეყნის მტრები უსაფრთხოების რღვევის ხელშეწყობას განაგრძობენ.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის მიერ საწვავის ფასის 50%-ით გაზრდას ირანში მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა. ასობით მძღოლმა პროტესტის ნიშნად ავტომობილებით გზა რამდენიმე საათის განმავლობაში გადაკეტა.