ივნისში ირანში ნავთობმოპოვება დღე-ღამეში 2 მილიონ 280 ათას ბარელამდე შემცირდა, რაც ბოლო 30 წლის მანძილზე ქვეყნისთვის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. კერძოდ, მაისთან შედარებით მოპოვება დღე-ღამეში 120 ათასი ბარელით არის შემცირებული. კიდევ უფრო მეტად - 450 ათას ბარელამდე არის შემცირებული ნავთობის მიწოდება საზღვაო გზით, თუმცა, ამავდროულად გაზრდილია ქვეყნის ნავთობის მარაგები.
ცნობისთვის, 2018 წლის მაისამდე, მას შემდეგ რაც შეერთებულმა შტატებმა ბირთვული შეთანხმება დატოვა, ირანი დღე-ღამეში საშუალოდ 2 მილიონ 600 ათასი ბარელი ნავთობის ექსპორტს ახდენდა.