ირანში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა.
ირანული მედიის ცნობით, დაშავებულია 300-ზე მეტი ადამიანი.
როგორც აშშ-ის გეოლოგიური კვლევის სამსახური იტყობინება, მიწისძვრის სიმძლავრემ 5,8 მაგნიტუდა შეადგინა. ბიძგები ირანის ჩრდილოდასავლეთ ნაწილში, აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციაში დაფიქსირდა.
როგორც ადგილობრივი მედია იტყბოინება, ძლიერ მიწისძვრას 60-ზე მეტი განმეორებითი ბიძგები მოჰყვა. სტიქიამ მოსახლეობის პანიკა გამოიწვია. მიწისძვრის ზონაში სამაშველო ჯგუფები და ვერტფრენები მოსახლეობის დახმარებას ცდილობენ. საავადყმოფოები გადავსებულია დაშავებული ადამიანებით.
ევროპის სეისმოლოგიური ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა დაახლოებით 20-მა მილიონმა ადამიანმა იგრძნო.