უკრაინის საელჩომ დაასახელა ოფიციალური მიზეზი, რამაც ირანში მომხდარი ავიაკატასტროფა გამოიწვია - Palitra News

უკრაინის საელჩომ დაასახელა ოფიციალური მიზეზი, რამაც ირანში მომხდარი ავიაკატასტროფა გამოიწვია

2020-01-08 11:49:27+04:00

ირანში მომხდარი ავიაკატასტროფის მიზეზი თვითმფრინავის ძრავის გაუმართაობა გახდა,- ამის შესახებ ბიბისის ცნობით, ირანში უკრაინის საელჩოში განაცხადეს.

"უკრაინული სამგზავრო ლაინერის ირანში ჩამოვარდნის მიზეზი ძრავის პრობლკემები გახდა და არა ტერორიზმი", - განაცხადეს საელჩოში.

მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად სავარუდოდ, ყველა მგზავრი დაღუპულია. ამის შესახებ ირანის სახელმწიფო მედია წითელი ჯვრის ორგანიზაციაზე დაყრდნობით აცხადებს.

როგორც ცნობილია კატასტროფა უკრაინის ავიახაზების კუთვნილმა ბოინგ 737-მა განიცადა, რომლის ბორტზეც დაახლოებით 180 მგზავრი იმყოფებოდა. კატასტროფა ლაინერმა ადგილობრივი დროით დილის 6 სააათსა და 22 წუთზე თეირანის აეროპორტიდან აფრენიდან მაველე განიცადა. თვითმფრინავი კიევში მიემგზავრებოდა. ჯერჯერობით უცნობია თუ რამ გამოიწვია კატასტროფა. "ბიბისის" ცნობით, უცნობია, ინციდენტი დაკავშირებულია თუ არა ირან-ამერიკის დაპირისპირებასთან.

ამჟამად კატასტროფის ადგილას სამაშველო ჯგუფები მუშაობენ.