04:08
8 აპრილი, 2020, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ირანში კორონავირუსით ორი ადამიანი დაიღუპა
20-02-2020

ირანში ახალი კორონავირუსით ორი ადამიანი დაიღუპა, - ამ ინფორმაციას "ევრონიუსი" ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველმა განაცხადა, რომ ორივე მსხვერპლი თეირანიდან 140 კილომეტრში, ქალაქ ქომში იმყოფებოდა.

თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია ორი დაინფიცირებულის შესახებ, თუმცა მოგვიანებით ოფიცუალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ორივე პაციენტი გარდაიცვალა.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის შემთხვევები დადასტურდა არაბთა გაერთიანებულ საამიროებშიც, სადაც ვირუსი 9 ადამიანს გამოუვლინდა. ამასთანავე, დაინფიცირების ერთი შემთხვევაა დადასტურებული ეგვიპტეშიც.

ჩინეთის ფარგლებს გარეთ კორონავირუსის შემთხვევები 30-ზე მეტ ქვეყანაში დაფიქსირდა.

AutoPlay
საფრანგეთში კორონავირუსით ბოლო 24 საათში 1 417 ადამიანი გარდაიცვალა
გამოქვეყნდა 5 საათის წინ
საქართველოში კორონავირუსისგან 45 ადამიანია გამოჯანმრთელებული
გამოქვეყნდა 9 საათის წინ
ეკონომიკის სამინისტრომ 33 კომპანია შეამოწმა, რომელთაგან ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს 6 ვერ აკმაყოფილებს
გამოქვეყნდა 10 საათის წინ
საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევის გამო დაჯარიმებულმა პირმა ჯარიმა 30-დღიან ვადაში უნდა გადაიხადოს
გამოქვეყნდა 10 საათის წინ
საქართველოში კორონავირუსით მე-3 პაციენტი გარდაიცვალა
გამოქვეყნდა 10 საათის წინ
ბრიფინგი ინფექციურ საავადმყოფოში
გამოქვეყნდა 10 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები