22:57
7 აგვისტო, 2020, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ირანში დააკავეს ადამიანი, რომელმაც უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდების ამსახველი ვიდეო გადაიღო
15-01-2020


ირანის ხელისუფლება აცხადებს, რომ მათ დააკავეს ადამიანი, რომელმაც გადაიღო კადრი, სადაც ასახულია, როგორ ხვდება უკრაინულ სამგზავრო თვითმფრინავს რაკეტა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

დაკავებულის ვინაობა უცნობია. ირანელი ჟურნალისტი, რომელიც ლონდონში მუშაობს და რომელმაც პირველად გამოაქვეყნა ვიდეო, აცხადებს, რომ მისი წყარო უსაფრთხოდაა.

შეგახსენებთ, ვიდეოს გამოქვეყნებამდე ირანი ირწმუნებოდა, რომ უკრაინული თვითმფრინავი, რომლის კატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფი 176-ვე ადამიანი დაიღუპა, მის რაკეტას არ ჩამოუგდია, თუმცა ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ, სადაც ჩანს, რომ თვითმფრინავს რაკეტა ხვდება, ირანმა აღიარა, რომ ადგილი ჰქონდა „ადამიანურ გადაცდომას“ და თვითმფრინავის „შემთხვევით“ ჩამოგდებას. ქვეყნის სასამართლო სისტემის სპიკერმა გუშინ განაცხადა, რომ ინციდენტთან დაკავშირებით რამდენიმე პირი დაკავებულია.

AutoPlay
ინდოეთში თვითმფრინავმა, რომლის ბორტზეც 200 ადამიანი იმყოფებოდა, ავიაკატასტროფა განიცადა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
პოლიციამ კომპანია ZAG-ის თანამშრომლების სახლებში ჩხრეკა ჩაატარა
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე საავადმყოფოდან გაწერეს
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
ოკუპაცია საქართველოს ყველა მოქალაქისათვის უდიდესი ტკივილია, ამ ტრაგედიას ერთნაირად განვიცდით საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს - სალომე ზურაბიშვილი
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
ოთხ მუნიციპალიტეტში ახალი კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის 130 მლნ ევრო დაიხარჯება
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
2008 წლის რუსეთ - საქართველოს ომის გმირებისადმი მიძღვნილი ფეხბურთის ტურნირი დასრულდა
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები