ირანმა სამხრეთ-დასავლეთ აბადანის რეგიონში ნავთობი აღმოაჩინა. ამის შესახებ ადგილობრივი მედიის ცნობით, ირანის ნავთობის მინისტრმა ბიჯან ზანგანემ განაცხადა. მისი თქმით, ნავთობი 3 570 მეტრის სიღრმეში აღმოაჩინეს. "ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენ აბადანის რეგიონში ნავთობს მივაკვლიეთ" - განაცხადა მინისტრმა. მან არ დააკონკრეტა თუ რა რაოდენობის ნავთობია ნაპოვნი. ირანი ნავთობის მწარმოებელი ქვეყანაა, შეგახსენებთ, აშშ გასულ წელს ბირთვული შეთანხმებიდან გავიდა და თეირანის წინააღმდეგ სანქციები გაააქტიურა. სანქციები ნავთობსა და საბანკო ინდუსტრიას შეეხო.