ირანმა, რუსეთმა და თურქეთმა სირიის საკითხზე ერთობლივი დოკუმენტი შეიმუშავეს. ყაზახეთის დედაქალაქში გამართული მორიგი შეხვედრის შედეგად სამი ქვეყნის წარმომადენელმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ სირიის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ ერთიანობას მხარს უჭერენ, ამასთან სამივე ქვეყნის წარმომადგეელმა განაცხადა, რომ ისინი არ ეთანხმებიან ნავთობის გაყიდვით მიღებული შემოსავლის არალეგალურ მითვისებას, რაც სირიას ეკუთვნის.
"ჩვენ ვფიქრობთ რომ არალეგალური ნავთობის მოპოვება აშშ-ის მიერ იყო ინიცირებული. ჩვენ მსგავს პრაქტიკას მკაცრად ვეწინააღმდეგებით. არცერთ ქვეყნას არ აქვს უფლება სხვა ქვეყნის ქონება მიითვისოს. ეს მიუღებელია", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წამრომადგენელმა სირიაში.
ამასთან, რუსეთის, თურქეთის და ირანის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი გააგრძელებენ თანამშრომლობას სირიაში ტერორისტების წინააღმდეგ.