ირანმა ევროპის ქვეყნებს ბირთვული შეთანხმების გადასარჩენად დრო ივლისამდე მისცა. თეირანმა ევროპის ქვეყნებს ამერიკის შეერთებული შტატების სანქიებისგან დასაცავად მაქსიმალური დრო 8 ივლისით განუსაზღვრა. ირანის პირველი პირის ჰასან რუჰანის განცხადებით, 2015 წლის მრავალმხრივი ბირთვული ხელშეკრულებით ნაკისრ ზოგიერთ ვალდებულებაზე უარის თქმა "მინიმალური" ნაბიჯია, რასაც თეირანმა შეიძლება მიმართოს ვაშინგტონის ბირთვული შეთანხმებიდან გასვლისა და ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესებიდან ერთი წლის შემდეგ.
შეგახსენებთ, ოფიციალური თეირანი ბირთვული შეთანხმების დარღვევას 27 ივნისისთვის გეგმავს.