04:58
19 აპრილი, 2021, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
კადრები: როგორ დაუშინა ირანმა ერაყში განთავსებულ ამერიკულ ბაზებს ბალისტიკური რაკეტები
08-01-2020

ირანმა ერაყში მდებარე ორ ბაზაზე, სადაც კოალიციური ძალები არიან განთავსებული, სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. შეტევის სამიზნე ერაყში მდებარე ორი ბაზა - ალ-ასადი და ირბილი იყო.

ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსნების ინფორმაციიტ ირანმა საკუთარი ტერიტორიიდან ერაყში მდებარე სამხედრო ბაზების მიმართულებით ათამდე ბალისტიკური რაკეტა ისროლა.

ირანის სახელმწიფო ტელევიზიის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, "ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსმა" დაადასტურა, რომ მათ რაკეტები ყასემ სოლეიმანის მკვლელობისთვის სამაგიეროს გადახდის მიზნით გაისროლეს.

პენტაგონს მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

ახლო აღმოსავლეთში სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც 3 იანვარს, ბაღდადის აეროპორტში აშშ-ის მიერ განხორციელებული ოპერაციის დროს ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი დაიღუპა.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები