ირანმა ბუნებრივი აირის ახალი მარაგის აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. ოფიციალური თეირანის ცნობით, ბუნებრივი აირის ახალი საბადო 400 მილიონი ბარელი გაზის კონდენსატის წარმოების შესაძლებლობას იძლევა, რაც ჯამში, 40 მილიარდი დოლარის ღირებულებისაა.
ამასთან, ბუნებრივი აირის საბადო სპარსეთის ყურის სიახლოვეს, ირანის სამხრეთ დასავლეთ ნაწილში მდებარე ფარსის პროვინციაშია და დაახლოებით, 540 მილიარდ კუბურ მეტრ ფაზს მოიცავს.
ოფიციალური თეირანის განმარტებით, აღმოჩენა ირანისთვის ხელსაყრელ დროს გაკეთდა. მაშინ, როდესაც ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებული სანქციების მძიმე ეკონომიკურ წნეხს განიცდიდა. რაც თავის მხრივ, ქვეყანას ბირთვული პროგრამის განხორციელებაზე უარის თქმას აიძულებს.