ირანისა და იტალიის მიმართულებით სატვირთო გადაზიდვები შეჩერებულია - Palitra News

ირანისა და იტალიის მიმართულებით სატვირთო გადაზიდვები შეჩერებულია

2020-02-28 17:08:28+04:00

საქართველოს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ ირანისა და იტალიის მიმართულებით დღეიდან სატვირთო გადაზიდვები შეაჩერა.

სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, 28 თებერვლიდან შეჩერებულია საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო გადაყვანისა და საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვის გაცემა და გაცემული ნებართვის მოქმედება ირანის ისლამურს რესპუბლიკასთან და იტალიასთან.

ამასთან, სააგენტოს ცნობით, 27 თებერვლიდან ორი კვირის განმავლობში საკვალიფიკაციო ცენტრში მიმდინარე და დაგეგმილი სასწავლო პროცესი დროებით შეჩერებულია.