ირანის ვიცე-პრეზიდენტ ესჰაქ ჯაჰანგირის, კულტურისა და ტურიზმის მინისტრს ალი მუნესანსა და ვაჭრობის მინისტრს რეზა რაჰმანის კორონავირუსი დაუდასტურდათ. ამის შესახებ ირანული მედია იუწყება. ამ დროისთვის მინისტრი ჯაჰანგირი საკარანტინო ზონაშია მოთავსებული და მკურნალობის კურსს გადის, ხოლო დანარჩენების ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება.
ირანში 19 თებერვლიდან დღემდე, დაავადების 9 000, გარდაცვალების 354, ხოლო გამოჯანმრთელების 2 900-ზე მეტი შემთხვევა დაფისირდა.