ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი ნიერის მკვლელებობაზე პასუხისმგებელი პირების დასჯას მოითხოვს. მან შესაბამის უწყებებს მკვლელობის გამოძიებისა და დამნაშავეების დასჯისკენ მოუწოდა. „ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი გამოჩენილი მეცნიერი ბირთვულ და თავდაცვის სფეროებში - დოქტორი მოსენ ფახრიზადე- სასტიკმა დაქირავებულებმა მოკლეს. თავისი დიდი სამეცნიერო ძალისხმევით მან სიცოცხლე შესწირა ღვთის გზას და მოწამეობის მაღალი სტატუსი მისი ღვთიური ჯილდოა. ყველა შესაბამისმა თანამდებობის პირმა ორი დღის წესრიგი უნდა დასახოს: პირველი, გამოიძიოს ეს დანაშაული და მკაცრად დასაჯოს დამნაშავეები და პასუხისმგებელი პირები, მეორე : უზრუნველყოს მოწამის სამეცნიერო და ტექნოლოგიური საქმიანობის გაგრძელება ყველა სექტორში, სადაც ის მოღვაწეობდა,“- წერს აიათოლა ალი ხამენეი „ტვიტერში“.