ირანის უმაღლესი ლიდერი, აითულა ალი ხამენეი თეირანში პარასკევის ლოცვას წარუძღვება. ეს ბოლო რვა წლის განმავლობაში პირველი შემთხვევაა, როცა უმაღლესი ლიდერი პარასკევის ლოცვას აღავლენს. ბოლოს, მსგავსი შემთხვევა 2012 წლის თებერვალში იყო, როცა ირანი რევოლუციის 33-ე წლისთავს აღნიშნავდა.
"ირანელი ერი კიდევ ერთხელ წარმოაჩენს თავის ერთიანობასა და დიდებულებას", - აცხადებენ ხამენეის ოფისში.
აითულა ალი ხამენეი ირანის უმაღლეს ლიდერად 1989 წლის შემდეგ მსახურებს. მედიის ცნობით, მისი სიტყვა გადამწყვეტია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების დროს.