ირანის საზღვაო ძალების ინფორმაციით, ომანის ყურეში მომხდარი ინციდენტის შემდეგად 19 მეზღაური დაიღუპა და 15 დაშავდა. ამ ინფორმაციას "როიტერსი" ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ომანის ყურეში ირანის პორტ ჯასკის მახლობლად წვრთნების დროს სამხედრო გემიდან რაკეტა შემთხვევით საკუთარი კატარღის მიმართულებით გაუშვეს. შემთხვევის დროს ირანელი სამხედროები ახალ იარაღს ცდიდნენ. სარაკეტო დარტყმის შედეგად ხომალდი სახელად "კონარაკ" მთლიანად განადგურდა.
აღსანიშნავია, რომ "ალ-ჯაზირას" განცხადებით შემთხვევის მსხვერპლთა რაოდენობა გაცილებით მეტია.