ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა, ჰასან რუჰანიმ გაიმარჯვა. არჩევნების საბოლოო შედეგები ჯერ-ჯერობით ცნობილი არაა, მაგრამ რუჰანის უპირატესობა იმდენად დიდია, რომ მას პრეზიდენტის პოსტზე ხელახალი არჩევა უკვე მიულოცეს. გავრცელებული ცნობით მას კონსერვატივ ებრაჰიმ რაისზე შვიდი მილიონით მეტი ხმა აქვს. არჩევნებში ოთხი კანდიდატი, ირანის მოქმედი პრეზიდენტი ჰასან რუჰანი, ირანის ყოფილი გენერალური პროკურორი ებრაჰიმ რაისი, კულტურის ყოფილი მინისტრი მოსტაფა აღა მირსალიმი და მრეწველობის ყოფილი მინისტრი მოსტაფა ჰაშემი თაბა მონაწილეობდნენ. არჩევნების პირველ ტურში გამარჯვებისთვის კანდიდატებს ხმათა 50%-ზე მეტი ხმა უნდა მიიღოთ, რაც რუჰანის გარდა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოახერხა.