ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მუჰამედ ზარიფმა ავსტრიაში დღეს დაგეგმილი ვიზიტი ქვეყნის სამთავრობო შენობებზე ისრაელის დროშების აფრიალების გამო გააუქმა, - ამის შესახებ ინფორმაციას მედია საშუალებები ავრცელებენ.
ამასთან, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ ეს გადაწყვეტილება ირან-ავსტრიის ურთიერთობებზე ზეგავლენას არ მოახდენს.
ცნობისათვის, ავსტრიამ, ისრაელის მიმართ სოლიდარობის გამოხატვის ნიშნად, რამდენიმე სამთავრობო შენობაზე ისრაელის დროშები გამოფინა.