03:02
21 ოქტომბერი, 2021, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - ირანი ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების მაგიდას მალე დაუბრუნდება
25-09-2021

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰუსეინ ამირაბდულაჰიანის განცხადებით, ირანი 2015 წლის ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს უახლოეს მომავალში განაახლებს.

„ირანის ისლამური რესპუბლიკა მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდება. ამჟამად ვენის მოლაპარაკებების ფაილებს განვიხილავთ და ძალიან მალე ირანის მოლაპარაკებები 4+1 ფორმატში განახლდება ", - აღნიშნა ჰუსეინ ამირაბდულაჰიანმა, თუმცა მოლაპარაკებების განახლების თარიღი არ დაუკონკრეტებია.

საუბარია ვენის მოლაპარაკებებზე, რომელიც აპრილში დაიწყო ირანსა და 2015 წლის ბირთვული შეთანხმების ხუთ სხვა ხელმომწერს - გაერთიანებულ სამეფოს, საფრანგეთს, გერმანიას, ჩინეთსა და რუსეთს შორის. ევროპელი დიპლომატები შუამავლის როლს ასრულებენ აშშ-სა და ირანს შორის, რადგან ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა აშშ-სთან პირდაპირ მოლაპარაკებებზე. მოლაპარაკებები, რომლის მიზანია, ვაშინგტონი შეთანხებას დაუბრუნდეს და თეირანმა დოკუმენტით გათვალისწინებული ვალდებულებები შეასრულოს, ივნისში მას შემდეგ შეწყდა, რაც ირანის პრეზიდენტად ებრაჰიმ რაისი აირჩიეს.

AutoPlay
ირაკლი ღარიბაშვილი ნიკა მელიას ჩრდილოვან კაბინეტს არასერიოზულად აფასებს
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
ნეპალში წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 77-მდე გაიზარდა
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
იენს სტოლტენბერგი- რუსეთმა კიდევ უფრო მეტად გაზარდა თავისი რაკეტების არსენალი და ქმნის ჰიპიერხმოვან სისტემებს
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
თეთრმა სახლმა 5-დან 11 წლამდე ბავშვების Pfizer-ის ვაქცინით აცრის გეგმა წარადგინა
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
ნიკა მელიამ თბილისის მერის მოადგილეობის კანდიდატად მამუკა ხაზარაძე წარადგინა
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
მიხეილ სააკაშვილი მზადაა გადავიდეს ჰოსპიტალში - პირადი ექიმი
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები