ირანი ზეწოლის ქვეშ არასოდეს გამართავს მოლაპარაკებებს აშშ-სთან, - ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როჰანიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ირანი არასდროს გამართავს მოლაპარაკებებს ზეწოლის ქვეშ... ჩვენ არასდროს დავემორჩილებით აშშ-ის ზეწოლას და ჩვენ არ გავმართავთ მოლაპარაკებებს სუსტის პოზიციიდან. ირანის მიმართ ამერიკის მაქსიმალური ზეწოლა მარცხისთვის არის განწირული", - განაცხადა ჰასან როჰანიმ. მან აქვე აღნიშნა, რომ სიმშვიდისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა ახლო აღმოსავლეთის რეგიონში და სპარსეთის ყურეში ირანის დახმარების გარეშე, შეუძლებელია.
შეგახსენებთ, ამერიკასა და ირანს შორის ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა, მას შემდეგ რაც, იანვარში აშშ-ის მიერ ბაღდადში განხორციელებული დარტყმების დროს ირანელი სამხედრო მაღალჩინოსანი ყასემ სულეიმანი გარდაიცვალა.