ირანი ახლა უფრო მეტად ამდიდრებს ურანს, ვიდრე იქამდე, ვიდრე 2015 წელს მსოფლიო ძალებთან ერთად ბირთვულ ხელშეკრულებას მოვაწერდით ხელს, - ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ სატელევიზიო მიმართვის დროს განაცხადა.
„ზეწოლა გაიზარდა, მაგრამ ჩვენ პროგრესს განვაგრძობთ“, - განაცხადა როუჰანიმ.
შეგახსენებთ, 2015 წელს გაფორმებული ბირთვული შეთანხმება ირანმა სრულად მიმდინარე წლის 5 იანვარს დატოვა. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბირთვულ შეთანხმებაში ჩართულ მხარეებს ახალი ხელშეკრულების დადება შესთავაზა.