თეირანში სამთავრობო კომპლექსში გამართული შეხვედრების შემდეგ საქართველოს პრემიერმინისტრმა და ირანის ისლამური რესპუბლიკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. გიორგი კვირიკაშვილმა რამდენიმე დღის წინა საქართველოში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მუჰამედ ჯავად ზარიფის ვიზიტი გაიხსენა და განაცხადა, რომ ასეთი ვიზიტები ბოლო პერიოდში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გააქტიურების ნათელი დადასტურებაა. მისივე თქმით, ირანის პირველ ვიცეპრემიერთან შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის უმნიშვნელოვანესი საკითხები და გარკვეულ შეთანხმებასაც მიაღწიეს. მისივე თქმით, ამ მხრივ 2017 წელი განსაკუთრებულია, რადგან ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავი აღინიშნება. ირანის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ა სპარსეთის ყურე-შავი ზღვის დერეფნის პროექტზე ისაუბრა.მისი თქმით, მოლაპარაკებების მთავარი მიზანი ცალსახაა, ორი ქვეყნის მთავრობას აქვს ურყევი ნება, განავითაროს თანამშრომლობა. საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური ვიზიტი ირანის ისლამურ რესპუბლიკაში დღეს დაიწყო.