კავკასიის უნივერსიტეტის დელეგაცია, რომელიც გუშინ ირანიდან დაბრუნდა, 2 კვირიან კარანტინს გაივლის. უნივერსიტეტის წარმომადგენლები ირანის იმ 2 მოქალაქესთან ერთად მგზავრობდნენ, რომლებიც საეჭვო სიმპტომების გამო საქართველოში არ შემოუშვეს. სწორედ ამის გამო მიიღეს მედიკოსებმა გადაწყვეტილება, რომ უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა კარანტინი სხვადასხვა ფორმით უნდა გაიარონ. დელეგაციის წევრის, თამთა ბუთხუზის თქმით, 5 ადამიანი კარანტინს აბასთუმანში გაივლის, დანარჩენი კი საკუთარ სახლში მოახდენს თვითიზოლაციას.