ირანი რიგით მეორე ატომური რეაქტორის მშენებლობას იწყებს. სამშენებლო სამუშაოები, 10 ნოემბერს ბუშერის ელექტროსადგურზე ოფიციალურად დაიწყო.
"ბირთვული ენერგია უზრუნველყოფს საიმედო ელექტროენერგიის მიწოდებას და თითოეული ელექტროსადგური დაზოგავს წელიწადში 11 მილიონ ბარელ ნავთობს ან 660 მილიონ აშშ დოლარს",- განაცხადა ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ალი აქბარ სალაჰიმ სატელევიზიო მიმართვის დროს. მისივე თქმით, ბირთვული ხელშეკრულება თავდაპირველად მათ არ დაურღვევიათ.
"ეს ჩვენ არ დაგვიწყია ხელშეკრულების დარღვევა. ეს მათ დაიწყეს რომ არ შეესრულებინათ თავისი ვალდებულებები. ბირთვულ ხელშეკრულებას ცალმხრივ დოკუმენტად ვერ მივიღებთ",- განაცხადა სალაჰმა.
ბოლო რამდენიმე დღეა, საერთაშორისო მედია იტყობინება, რომ ირანი ბირთვულ ქარხანაში ცენტრიფუგებში ურანიუმის გაზის შეყვანას იწყებს.