იმ შემთხვევაში, თუ ირანს ნავთობის ექსპორტისთვის სპარსეთის ყურეს ჩაუკეტავენ, თეირანი ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს. ამის შესახებ ირანელმა მაღალჩინოსანმა, განაცხადა. როგორც ცნობილია, 2 მაისს იმ ქვეყნებს, რომელთაც ამერიკამ ირანიდან ნავთობის იმპორტზე დროებითი შეღავათები დაუწესა და სასანქციო სიაში არ მოაქცია, ირანული ნავთობის ყიდვის ვადა ეწურებათ. დონალდ ტრამპმა უკვე გადაწყვიტა, რომ ირანის ნავთობის იმპორტიორ რამდენიმე ქვეყანაზე დაშვებული გამონაკლისი აღარ გაახანგრძლივოს. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის განმარტებით, ვაშინგტონი იქამდე გაზრდის ზეწოლას და შემოიღებს სანქციებს ირანის წინააღმდეგ, სანამ მას მოლაპარაკების მაგიდასთან არ დასვამს.
ცნობისთვის, მსოფლიოს ნავთობის 40%, რომელიც საზღვაო ტანკერებით გადააქვთ, ჰორმუზის სრუტეზე გადის. ეს სრუტე სპარსეთის ყურეს ინდოეთის ოკეანესთან აკავშირებს, რომელსაც ორი სახელმწიფო - ირანი და ომანი ესაზღვრება.