17:22
4 ივნისი, 2020, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
ირანი "დაბალი რისკის" მქონე ეკონომიკური აქტივობების განახლებას 11 აპრილიდან გეგმავს
07-04-2020

ირანში „დაბალი რისკის“ მქონე ეკონომიკური აქტივობები 11 აპრილიდან განახლდება - ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა განაცხადა.

კერძოდ, მისი განცხადებით, თეირანის გარდა დაბალი რისკის მქონე ეკონომიკური აქტივობები ყველგან განახლდება. თუმცა, არ დაუკონკრეტებია, თუ რას გულისხმობდა დაბალი რისკის მქონე აქტივობაში. მისივე ცნობით, მთავრობის საჯარო მოსამსახურეების ორი მესამედი შაბათიდან სახლებიდან განაგრძობს მუშაობას.

ცნობისთვის, 55 ათასზე მეტი ინფიცირებულით ირანი მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელებით მეშვიდე ადგილზეა.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები