ირანი და რუსეთის სუვერენული სიმდიდრის ფონდი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ერთობლივად წარმოების საკითხს განიხილავენ, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტოები რუსეთში ირანის ელჩზე დაყრდნობით ავრცელებენ. მისი თქმით, ირანის ოფიციალურმა პირებმა რამდენიმე რაუნდიანი კონსულტაციები გამართეს და განაცხადეს, რომ ითანამშრომლებენ.
ვაქცინის წარმოებასთან დაკავშირებით რუსეთმა შეთანხმება უკვე გააფორმა ინდოეთთან. შეთანხმება რუსული ვაქცინა Sputnik-V-ის 300 მილიონი დოზის წარმოებას ითვალისწინებს.